ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთის ქალაქ უხანში მოინახულა ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევები პირველად დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთის ქალაქ უხანში მოინახულა ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევები პირველად დაფიქსირდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს ბაზარში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.
უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი 2019 წლის 31 დეკემბერს დაიხურა (მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა აღნიშნულ ბაზარს დაუკავშირეს), იანვრის ბოლოს კი ჩინეთის ქალაქი უხანი 76 დღით მთლიანად ჩაიკეტა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წარმომავლობას იკვლევენ, უხანში ბაზრებს, ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს მოინახულებენ. ასევე შეხვდებიან კორონავირუსით პირველად ინფიცირბულ პაციენტებს.