ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის 13 მუტაცია არსებობდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის 13 მუტაცია არსებობდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის 13 მუტაცია არსებობდა.

ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ზოონოზური ინფექციების სპეციალისტმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა.

გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ვირუსი ჩინეთში ვრცელდებოდა ბევრად ადრე, ვიდრე ამის ოფიციალური დადასტურება მოხდებოდა.

პიტერ ბენ ემბარეკი აცხადებს, რომ უხანში 2019 წლის დეკემბერში ოფიციალურად 174 შემთხვევა დადასტურდა, მაგრამ ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ით სავარაუდოდ 1 000-ზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული.