„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის შესაძლოა, თებერვლიდან დაიწყოს
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის შესაძლოა, თებერვლიდან დაიწყოს.
როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, ვაქცინების მილიონობით დოზის მიწოდების მიზნით, კონტრაქტი უკვე გაფორმდა „ფაიზერ“-„ბიოენტექთან“ და „ასტრაზენეკასთან“. მისივე თქმით, ვაქცინების დისტრიბუცია „კოვაქსის“ინიციტივის ფარგლებში დაიწყება, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
„დღეს მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ „კოვაქსის“ ინიციატივის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ „ფაიზერ“-„ბიოენტექთან“ ხელშეკრულებას, ვაქცინის 40 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით. დამატებით 150 მილიონ დოზას ველოდებით კომპანია „ასტრაზენეკასგან“. ამ ვაქცინის დარიგება დაიწყება ამ წლის პირველ კვარტალში. ეს ნიშნავს, რომ „კოვაქსის“ ფარგლებში ვაქცინების მიწოდება შეიძლება, თებერვალში დაიწყოს“, – განაცხადა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა.