ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხის განხილვას აპრილის ბოლოს გეგმავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს.

„ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ვიმედოვნებდით, რადგან ჩვენ უფრო მეტი მონაცემი გვჭირდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ და „ბიონტექის“, „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.