„სიენენი“ - ჯანმო-სა და გაერო-ს ოფიციალური პირები ღაზის სექტორში ჰოსპიტლის მონახულების შემდეგ აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრების მეტი დაცულობაა საჭირო
„სიენენი“ - ჯანმო-სა და გაერო-ს ოფიციალური პირები ღაზის სექტორში ჰოსპიტლის მონახულების შემდეგ აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრების მეტი დაცულობაა საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ოფიციალური პირები ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას ჰოსპიტლის მონახულების შემდეგ აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრების მეტი დაცულობაა საჭირო. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მათ ჰოსპიტალში არსებული ვითარება შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ საკმარისი პერსონალი არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა განაცხადა, რომ ევაკუაციის ბრძანებისა და საშიში სიტუაციის გამო ადგილზე მხოლოდ ხუთი ექიმია დარჩენილი, რომლებიც მეთვალყურეობენ ასობით გადაუდებელ შემთხვევასა და დაშავებულს.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების გუნდმა საავადმყოფოს სამედიცინო მასალები მიაწოდა.