ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა, ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.
მიმდინარე თვეს დაგეგმილია ჯანმო-ს მისია, რომელიც საბოლოო შეფასებას ჩაატარებს.
ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში საქართველო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიიღებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.