ჯანდაცვის მინისტრმა ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას რობოტი „პეპერი“ წარადგინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა [ვიდეო]
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
გამოსვლისას მინისტრმა დამსწრეებს რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა.
„მიხარია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და მინდა გითხრათ, რომ შემთხვევით არ არის არჩეული ეს ლოკაცია, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ ხუთი თვის განმავლობაში „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო საკარანტინო ზონა და უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ემზადებიან სტუმრების მისაღებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური იქნებოდა, სწორედ ამ ადგილიდან გაგვემართა ეს ღონისძიება. დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე – „პეპერი“, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ახლა სწავლობს ქართულს და რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება „კოვიდის“ დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. მის შესაძლებლობებს ცოტა მოგვიანებით, ტელემედიცინის სტენდთან გავეცნობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.