ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საწოლების რაოდენობის 8 400-მდე გაზრდა იგეგმება.
ნოემბერში უკვე მობილიზებულია 5 700 საწოლი და კიდევ დამატებით ვთვლით, რომ 8 400 საწოლამდე ავალთ. რა თქმა უნდა, ჩაშლილია, რამდენი ინტენსიურის და რამდენი სარეანიმაციო საწოლია. მუშაობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ საავადმყოფოებმა დაასტიმულირონ ჟანგბადიანი საწოლების მოწოდება.
აქ არ ვსაუბრობთ ზეწოლაზე მხოლოდ საწოლფონდის კომპონენტში, წარმოუდგენელია, რომ ექიმები, ათი თვის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობთ. ამასთან დაკავშირევბით, რა დამატებითი ღობისძიებების გატარებას თვლით მიზანშეწონილად და რა არის დაუყოვნებლივ გასატარებელი ღონისძიებები – აი, ამის მოსმენა და გაგება მესაჭიროება თქვენგან“, – მიმართა ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.