ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. კომიტეტში განხილვა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კანონპროექტზე კენჭისყრამდე „აუდიტორია 115“-ის წევრმა, გიორგი სოფრომაძემ მიკროფონი ჩართო და „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ რეალურ ცვლილებებს დოკუმენტი არ ითვალისწინებს. კანონპროექტის კენჭისყრა მისი გამოსვლის ფონზე ჩატარდა.
ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა, რომლებიც განხილვას თავიდანვე ესწრებოდნენ, მცირე ზომის პლაკატები ასწიეს, რომელზეც 1209 ეწერა. მათი თქმით, შრომითი უსაფრთხოების დარღვევას სწორედ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.