ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

17:07, 15.02.2018

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. კომიტეტში განხილვა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კანონპროექტზე კენჭისყრამდე „აუდიტორია 115“-ის წევრმა, გიორგი სოფრომაძემ მიკროფონი ჩართო და „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ რეალურ ცვლილებებს დოკუმენტი არ ითვალისწინებს. კანონპროექტის კენჭისყრა მისი გამოსვლის ფონზე ჩატარდა.

ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა, რომლებიც განხილვას თავიდანვე ესწრებოდნენ, მცირე ზომის პლაკატები ასწიეს, რომელზეც 1209 ეწერა. მათი თქმით, შრომითი უსაფრთხოების დარღვევას სწორედ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი