ჯანდაცვის კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად მართვა.
„ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი თაობისათვის და იმავდროულად უნდა მოხდეს შესაბამისი მექანიზმის შემოღება დღეს არსებულ პენსიონერებზე. დისკუსია იქნება დღეს, მაგრამ ძირითადი არსი ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ იქნება საფუძველი, პენსიები იყოს ღირსეული და უზრუნველყოს იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რაც ადამიანს აქვს, როდესაც ის გავა პენსიაზე, განსხვავებით იმ სიტუაციისგან, რაც გვაქვს დღეს. დღევანდელი პენსია ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად საჭიროებებს, რაც ადამიანს გააჩნია, იმავდროულად ეს რეფორმა დაგვეხმარება ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.