ჯაკარტაში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით კი სტუდენტები ქვეყნის ხელისუფლების ახალ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, წყვილებს ქორწინებამდე თანაცხოვრებისა და სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს გადაწყვეტილებით, კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო. პრეზიდენტის თქმით, ახალ კოდექსში 14 მუხლს გადახედვა სჭირდება.