ინდონეზიის დედაქალაქს ჯაკარტადან კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტანენ
ინდონეზიის დედაქალაქს ჯაკარტადან კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტანენ

ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი აღარ იქნება. ინდონეზიის პრეზიდენტის, იოკო ვიდოდოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ჯაკარტადან კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტანენ.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება დაგეგმარების მინისტრმა გააკეთა.

კუნძული იავა ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრად მიიჩნევა, სადაც ინდონეზიის მოსახლეობის 60 პროცენტი ცხოვრობს. მინისტრის განმარტებით, ახლი დედაქალაქი არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდება. დედაქალაქის სრულად გადატანას კი, დაახლეობით 10 წელი დასჭირდება.

ჯაკარტა  კუნძულ იავას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.