ენტონი ბლინკენი – ჯაკარტაში სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის ცვლილების შესახებ

19:56, 14.07.2023

ჯაკარტაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიციის ცვლილების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პოზიცია არაპროდუქტიული და არაკონსტრუქციულია.

„შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტსა და დღის წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას და, ფაქტობრივად, აშშ-ს მიაწერს მსოფლიოს ყველა პრობლემას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ინდონეზიის დედაქალაქში, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მინისტრთა შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი