ენტონი ბლინკენი - ჯაკარტაში სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის ცვლილების შესახებ
ჯაკარტაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიციის ცვლილების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პოზიცია არაპროდუქტიული და არაკონსტრუქციულია.
„შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტსა და დღის წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას და, ფაქტობრივად, აშშ-ს მიაწერს მსოფლიოს ყველა პრობლემას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ინდონეზიის დედაქალაქში, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მინისტრთა შეხვედრა გაიმართა.