ჯაკარტის საფონდო ბირჟის შენობაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

11:38, 15.01.2018

ჯაკარტის საფონდო ბირჟის შენობაში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტის შემდეგ, ტერიტორიიდან მოქალაქეების დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდა.

ჯაკარტაში მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო, ჩამოინგრა მეზანინის ნაწილი, თუმცა რამ გამოიწვია ნგრევა ამ ეტაპზე უცნობია, ისევე, როგორც დაშავებულთა ზუსტი რიცხვი.

მსგავსი