იზმირის სასამართლომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
იზმირის სასამართლომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ ამერიკელი პასტორის შინა პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haberturk-ი ავრცელებს. ენდრიუ ბრანსონის ადვოკატმა შესაბამისი აპელაცია 14 აგვისტოს წარადგინა.

ეს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტების მეორე შემთხვევაა.

თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს, ენდრიუ ბრანსონს  მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. ანკარაში ფიქრობენ, რომ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან სწორედ გიულენის საიდუმლო ორგანიზაცია დგას. 14 აგვისტოს ამერიკელი პასტორი, თურქეთში აშშ-ის ელჩმა მოინახულა.

ვაშინგტონი ანკარას პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ენდრიუ ბრანსონის საქმემ ნატო-ს წევრ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები გაამწვავა.