თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მსუბუქად დაშავებულ მამაკაცს ადგილზე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, ხოლო 19 წლის ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის შეფასებით, პაციენტს სიცოცხლისათვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.