იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხზე იმსჯელებენ.
განსახილველ საკითხებს შორის არის იმ მოსამართლეებთან გასაუბრება, ვისაც საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსს გარეშე გადასვლა სურთ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება კენჭისყრაც.
მსგავსი კენჭისყრა საბჭომ გასულ კვირასაც ჩაატარა და გამოცხადებულ ვაკანსიებზე ექვსი მოსამართლე დანიშნა. მიუხედავად ამისა, ვაკანსიების შევსება ვერ მოხერხდა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. საბჭო დღესვე გადაწყვეტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღებად კონკურსის თარიღსაც.
სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.