იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრის საკითხს კამათი მოჰყვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრის საკითხს კამათი მოჰყვა

თქვენი ლექციები მე არ მჭირდება ბატონო გიორგი, – ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს, სხდომაზე ერთ-ერთი საკითხის განხილვისას.

საუბარია, საკითხზე, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრას გულისხმობს.
საკითხზე მსჯელობისას, სერგო მეთოფიშვილი დაინტერესდა, საკითხი გულისხმობდა თუ არა, დანამატს, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისთვისაც, რაზეც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა, რომ აპარატის თანამშრომლის დანამატის საკითხი, საბჭოს კომპეტენცია არ არის და ამას უშუალოდ სასამართლოს თავმჯდომარე წყვეტს.

„მე თქვენი უფლებამოსილების უზურპაციას ვერ მოვახდენ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი საკითხი და თუ რესურსებზე მეკითხებით, იციან ეს თავმჯდომარეებმა.

ვასილ მშვენიერაძე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც თქვენ მუშაობთ, თქვენთან ახლოს ზის და მას აქვს ინფორმაცია ამის თაობაზე. არ ჩათვალეს საჭირო,რომ თქვენც ინფორმირებული იყოთ. გიმეორებთ, თუ რესურსებს მეკითხებით – არის რესურსი, თუ გადაწვეტილებას მეკითხებით, ჰკითხეთ თქვენს თავმჯდომარეს. გასაგებია?! სხვანაირად როგორ აგიხსნათ?“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.