იური ლუცენკო - არსებობს საკითხები, რომლებზეც მე და პოროშენკოს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს
იური ლუცენკო - არსებობს საკითხები, რომლებზეც მე და პოროშენკოს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს

არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი, სააშკარაოზე გამოვიტანო ის თემები, რომლებზეც მე და უკრაინის პრეზიდენტს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და ვერ ვთანხმდებით, თუმცა, მინდა დავადასტურო, რომ ასეთი საკითხები არსებობს, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

იური ლუცენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„მე არ მაქვს ამბიცია, გავხდე უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ მაქვს ამბიცია, წარმატებული გენერალური პროკურორი ვიყო“, – აღნიშნა იური ლუცენკომ.