21 დეკემბერს ცაზე იუპიტრი და სატურნი ისე განლაგდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში თითქმის ერთი მნათობის სახით ჩანდა. ასეთი განლაგება ღამის ცაზე ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.
ეს ციური სინქრონიზაცია ამ ზაფხულს დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ჩვენს ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს, 21 დეკემბერს კი მათ შორის მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის მხოლოდ ⅕ იყო.
მსგავსი მოვლენა მომავალში შედარებით მალე, 2080 წლის მარტში განმეორდება, შემდეგ კი 2400 წელს.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მზის სისტემის ორი გიგანტის „დიდი შეერთება“ თბილისიდან გადაიღო.