„იუნესკო“ - თურქეთმა არ უნდა დაუშვას ისეთი ცვლილება, რომელიც აია სოფიას კულტურული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას დააკნინებს
„იუნესკო“ აია სოფიას მუზეუმის სტატუსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„იუნესკო“ აცხადებს, რომ თურქეთმა არ უნდა დაუშვას ისეთი ცვლილება, რომელიც ამ კულტურული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას დააკნინებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთმა გადაწყვეტილების მიღებამდე, აია სოფიას სტატუსი „იუნესკო“-სთან უნდა შეათანხმოს, რათა სტატუსის ცვლილება მსოფლიოს კულტური ძეგლების კომიტეტმა განიხილოს.
„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთი სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს, რომ 1935 წელს აია სოფიასთვის მუზეუმად გამოცხადება არაკანონიერი იყო და მას მეჩეთის სტატუსი ოფიციალურ მიენიჭება.
„ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, რომ აწარმოოს დიალოგი, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელმაც შესაძლოა ამ ძეგლის უნივერსალური ღირებულება დააკნინოს“, – განაცხადა „იუნესკო“-მ.