იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის ახალი სახელწოდება, ჩრდილოეთ მაკედონია იქნება
იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის ახალი სახელწოდება, ჩრდილოეთ მაკედონია იქნება

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის ახალი სახელწოდება, ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საბერძნეთისა და მაკედონიის ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის განცხადებით, სკოპიეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ათენის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

შეთანხმების შესახებ ციპრასმა საბერძნეთის პრეზიდენტს აცნობა.

„სკოპიე ცვილებებს შეიტანს კონსტიტუციაში. ეს ისტორიული ნაბიჯია“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზო მიმართვისას.

მაკედონია საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის სახელწოდებაა და მეზობელი ქვეყნისთვის მსგავსი სახელის მინიჭებას საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა. სახელწოდების გამო, საბერძნეთი მეზობელი სახელმწიფოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობას ბლოკავდა.