იტალიის სანაპირო დაცვამ ბორნიდან, რომელსაც ღამით ცეცხლი გაუჩნდა, 177 ადამიანი გადაარჩინა
იტალიის სანაპირო დაცვამ ბორნიდან, რომელსაც გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა, 177 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის არის ეკიპაჟის 27 წევრი.
ბორანი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან პორტო-ემპერდოკლესკენ გადაადგილდებოდა.
სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ბორანს 83 მიგრანტი გადაჰყავდა.
მათივე ცნობით, ყველა მგზავრი გადაყვანილია სანაპირო დაცვის გემზე და დანიშნულების ადგილზე მიემგზავრება, გარდა სამი მგზავრისა, რომლებიც უკან, ლამპედუზაში ბრუნდებიან.