იტალიის ქალაქ ბერგამოში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შედეგად იტალიაში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
84 წლის მამაკაცი ლომბარდიის რეგიონის მესამე მცხოვრებია, რომელიც „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა.
ლომბარდიაში სულ ინფიცირებულია 100 მოქალაქე.
საერთო ჯამში, იტალიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 152 ადამიანს დაუსვეს.