იტალიის ქალაქ ბერგამოში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

12:15, 24.02.2020

იტალიის ქალაქ ბერგამოში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შედეგად იტალიაში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

84 წლის მამაკაცი ლომბარდიის რეგიონის მესამე მცხოვრებია, რომელიც „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა.

ლომბარდიაში სულ ინფიცირებულია 100 მოქალაქე.

საერთო ჯამში, იტალიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 152 ადამიანს დაუსვეს.

მსგავსი