იტალიის პოლიციამ რომის შემოგარენში მაფიის მიერ უკანონოდ აშენებული რვა ვილის კონფისკაცია მოახდინა
იტალიის პოლიციამ რომის შემოგარენში მაფიის მიერ უკანონოდ აშენებული რვა ვილის კონფისკაცია მოახდინა. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ფეშენებელურ სახლების დემონტაჟი ბულდოზერებით განხორციელდება.
ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ რომის მერი ვირჯინია რაგი და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი. იტალიის დედაქალაქის მერის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის პოლიცია ერთ-ერთ ვილაში.
კასამონიკას კლანის კუთვნილ რვა ვილაში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილმა ტერიტორია ფეხით, ნაწილმა კი, მანქანებით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინა.