იტალიის პოლიციამ რომის შემოგარენში მაფიის მიერ უკანონოდ აშენებული რვა ვილის კონფისკაცია მოახდინა

13:17, 21.11.2018

იტალიის პოლიციამ რომის შემოგარენში მაფიის მიერ უკანონოდ აშენებული რვა ვილის კონფისკაცია მოახდინა. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ფეშენებელურ სახლების  დემონტაჟი ბულდოზერებით განხორციელდება.

ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ რომის მერი ვირჯინია რაგი და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი. იტალიის დედაქალაქის მერის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის პოლიცია ერთ-ერთ ვილაში.

კასამონიკას კლანის კუთვნილ რვა ვილაში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილმა ტერიტორია ფეხით, ნაწილმა კი,  მანქანებით დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინა.

 

მსგავსი