იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო
იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო

პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

მელონიმ უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალიის ძმების“ გარდა, კიდევ ორი პარტია იქნება, მატეო სალივანის „ლიგა“ და ანტონიო ტაიანის „წინ იტალია“. სალივანი და ტაიანი ვიცე-პრემიერები გახდნენ, ტაიანი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ჩაიბარებს. სალივანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალივანის მოკავშირედ ითვლება და უკანონო ემიგრაციის მოწინააღმდეგეა. იუსტიციის მინისტრად კარლო ნორდიო ინიშნება, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი გუიდო კროზეტო დაიკავებს.

ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ სექტემბერში გამართულ არჩვნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.