ჯორჯია მელონი - გაერო-ს სამშვიდობოების გაყვანა ლიბანის საბრძოლო ზონებიდან სერიოზული შეცდომა იქნებოდა, ეს ძირს გამოუთხრიდა თავად მისიისა და გაერო-ს სანდოობას
ჯორჯია მელონი - გაერო-ს სამშვიდობოების გაყვანა ლიბანის საბრძოლო ზონებიდან სერიოზული შეცდომა იქნებოდა, ეს ძირს გამოუთხრიდა თავად მისიისა და გაერო-ს სანდოობას

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ლიბანში ვიზიტს გეგმავს. მელონის თქმით, ისრაელის მოთხოვნის გათვალისწინება ლიბანის საბრძოლო ზონებიდან გაერო-ს სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით, „სერიოზული შეცდომა იქნებოდა“.

აღნიშნული განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას გააკეთა და დასძინა, რომ ლიბანში, სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს გაემზგავრება.

„პირადად ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას. ვფიქრობ, ისრაელის მოთხოვნით გათვალისწინებული გაერო-ს სამშვიდობოების გაყვანა სერიოზული შეცდომა იქნებოდა. ეს ძირს გამოუთხრიდა თავად მისიისა და გაერო-ს სანდოობას“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

გასულ კვირას ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანტონიუ გუტერეშს მოუწოდა, გაიყვანოს გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანის საბრძოლო ზონებიდან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართა, რომ „ჰეზბოლას“ წევრები სამშვიდობო კორპუსს ფარად იყენებენ.