იტალიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, დაკავებულთაგან ერთი 25 წლის პალერმოში მცხოვრები პირია, მეორე კი – 18 წლის მაროკოელი.
მედიის ცნობით, დაკავებულები ტერაქტების მომზადებას ე.წ ისლამური სახელმწიფოს სახელით გეგმავდნენ.
ასევე, პროკურატურის ვერსიით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები თავდასხმებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა კონკრეტულად სად აპირებდნენ ტერაქტების განხორციელებას ეს ცნობილი არ არის.
დაკავებულები ფიზიკურ და სამხედრო მომზადებას გადიოდნენ.