ანდრეი სიბიგა – ტერორიზმი ვერ იქნება გამართლებული, სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს თურქ მეგობრებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავიაკოსმოსური ინდუსტრიის კომპანიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ტერორიზმი ვერ იქნება გამართლებული. სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს თურქ მეგობრებს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს სიბიგა.
ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, ორი თავდამსმხელი უკვე განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
Daha dün ziyaret etme onuruna layık olduğum dost Türkiye’de, bugün böyle bir trajedi yaşanmasından dolayı derin üzüntü duyuyorum. Terörizmin hiçbir mazereti olamaz. Türk dostlarımıza dayanışma duygularımı ifade ediyor, hayatını kaybedenlere başsağlığı diliyorum.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 23, 2024