იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. იტალია ევროპის კონტინენტზე ბრიტანეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან ცხრა თვის თავზე ვირუსით 50 000 ადამიანი იყო დაღუპული, ბოლო სამ თვეში კი ეს მონაცემი გაორმაგდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმატებს ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელიც.