იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

20:21, 09.03.2021

იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. იტალია ევროპის კონტინენტზე ბრიტანეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან ცხრა თვის თავზე ვირუსით 50 000 ადამიანი იყო დაღუპული, ბოლო სამ თვეში კი ეს მონაცემი გაორმაგდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმატებს ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელიც.

მსგავსი