იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის 13 ექიმია
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის 13 ექიმია

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3000-ს გადასცდა და ამ მაჩვენებლით, იტალიამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.

იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 13 ექიმია. მათგან ორი ექიმი 19 მარტს გარდაიცვალა. ორივე მათგანი პენსიაზე გასული პულმონოლოგი იყო, რომლებიც სამსახურს საგანგებო ვითარებაში, კოლეგების დასახმარებლად დაუბრუნდნენ.