იტალიაში ხანძრის გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ქალაქ გენუის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში გაჩნდა.
ხანძარი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც 50 ოჯახს სახლის მიტოვება მოუხდა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის გამო რამდენიმე სკოლა დროებით დახურეს. ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. ცეცხლის ჩაქრობაში 60 მეხანძრე და 30 მოხალისე იყო ჩართული.
მეტეოროლოგების ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ძლიერი ქარი და გვალვა გახდა, რაც აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ფიქსირდება.