იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 88 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 177 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ივნისს კი ინფიცირებულთა რაოდენობა 321 იყო.
ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი ლომბარდიის რეგიონში გამოვლინდა, რომელიც ეპიდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, იტალიაში „კოვიდ-19″-ს 33 689 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 234 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 161 000-ს აჭარბებს.