იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 88 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 88 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 88 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 177 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ივნისს კი ინფიცირებულთა რაოდენობა 321 იყო.

ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი ლომბარდიის რეგიონში გამოვლინდა, რომელიც ეპიდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, იტალიაში „კოვიდ-19″-ს 33 689 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 234 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 161 000-ს აჭარბებს.

დატოვე კომენტარი