იტალიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 651 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 476-ს მიაღწია.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 53 ათასს აჭარბებს.