იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

21:23, 22.03.2020

იტალიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 651 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 476-ს მიაღწია.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 53 ათასს აჭარბებს.

მსგავსი