იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ლომბარდიაში 212 შემთხვევა ფიქსირდება, ვენეტოს რეგიონში – 38, ემილია-რომანიაში – 23. გარდა ამისა, სამი შემთხვევა გამოვლინდა პიემონტში, სამი – ლაციოში, ორი – ტოსკანაში და ერთი – სიცილიაში.
ამასთან, ახალი კორონავირუსით იტალიაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.