იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

16:30, 25.02.2020

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ლომბარდიაში 212 შემთხვევა ფიქსირდება, ვენეტოს რეგიონში –  38, ემილია-რომანიაში –  23. გარდა ამისა, სამი შემთხვევა გამოვლინდა პიემონტში, სამი – ლაციოში, ორი – ტოსკანაში და ერთი – სიცილიაში.

ამასთან, ახალი კორონავირუსით იტალიაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი