ისრაელმა იერუსალიმში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლები დააკავა
ისრაელმა იერუსალიმში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლები დააკავა. მათ პალესტინელებისთვის კონტრაბანდული გზით იარაღის მიწოდებაში სდებენ ბრალს.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ საკონსულოს კუთვნილი ავტომობილები საკონტროლო-გამშვები პუნქტებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენებოდა.
საერთო ჯამში, საუბარია 70-მდე ერთეულ ცეცხლსასროლი იარაღის გატანაზე, როგორც ღაზაში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე და ასეთი სულ მცირე ხუთი სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული.
საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ფრანგული მხარე მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.