ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰასან ნასრალასთან ერთად „ჰეზბოლას“ 20 სხვადასხვა რანგის მეთაურია ლიკვიდირებული
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰასან ნასრალასთან ერთად „ჰეზბოლას“ 20 სხვადასხვა რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. მათ შორისაა „ჰეზბოლას“ სამხრეთის ფრონტის ლიდერი ალი კარაკი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია იბრაჰიმ ჰუსეინ ჯაზინი, ნასრალას უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და სამირ ტაუფიქ დიბი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალებში „ნასრალას დიდი ხნის ნდობით აღჭურვილ პირსა და მრჩეველს უწოდებდნენ“.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.