ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელმა ბოლო 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა

10:18, 15.10.2024

ისრაელმა გასულ 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები.

ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი „ჰეზბოლას“ ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.

მსგავსი