ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადება და მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს

16:38, 23.09.2024

ისრაელის თავდაცვის ძალები ბექააში, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადება.

ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ახლა სამიზნე არის სამხრეთ ლიბანში ის სახლები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს. ყველა სახლში, რომელზეც იერიშს მივიტანთ, იარაღია“, – განაცხადა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ.

მსგავსი