ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვეს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

10:56, 02.10.2024

დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 50 რაკეტა გაუშვეს. აღნიშნულის შესახებ ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაზიანებულია ათამდე საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბეირუთზე დარტყმებს. ღამით ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„ყურადღება, არ გადახვიდეთ სამხრეთით. სამხრეთის მიმართულებით ნებისმიერმა მოძრაობამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი