ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განმარტებით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.

„ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს. ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში“, – აღნიშნავს ჰაგარი.

ამასთან, თავდაცვის ძალების სპიკერმა დასძინა, რომ სახმელეთო ოპერაცია შეიცავს რისკებს ისრაელის ძალებისთვისაც.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად“, – ამბობს დანიელ ჰაგარი.