ისრაელის თავდაცვის ძალები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ამოქმედებამდე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ღაზის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ღაზაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“.
„ჰუმანიტარული პაუზა დროებითია. ჩრდილოეთი ღაზის სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ავიჩაი ადრეი, რომელიც ვიდეოში არაბულად საუბრობს.